Galaxy Wearable-ის კონფიდენციალურობის შეტყობინება ბოლოს განახლდა: 2021 წლის 1 აპრილი Samsung Electronics Co., Ltd-ში ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობა ჩვენი კლიენტებისთვის. ჩვენ შევქმენით წინამდებარე პირადი შეტყობინება იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაიგოთ, თუ როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას. კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე https://account.samsung.com/membership/terms/privacypolicy - ასევე ეხება Galaxy Wearable-ის მოწყობილობის გამოყენებას. ჩვენი პირადი პოლიტიკა მოიცავს სხვა ინფორმაციას, თუ როგორ ვიყენებთ მონაცემებს. ის ასევე მოიცავს ინფორმაციას, როგორ უნდა მოხდეს ჩვენთან დაკავშირება. წინამდებარე პირად შეტყობინებასთან ერთად გთხოვთ, დამატებით ასევე წაიკითხოთ ჩვენი პირადი პოლიტიკა. თუმცა, წინამდებარე პირადი შეტყობინება ყოველთვის უფრო უპირატესია პირად პოლიტიკასთან შედარებით. რა ინფორმაციას ვაგროვებთ? Galaxy Wearable მოწყობილობის საშუალებით ჩვენ სხვადასხვა გზით ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენს შესახებ. ინფორმაცია, რომელსაც პირდაპირ გვაწვდით • როდესაც Samsung ანგარიშზე შედიხართ Galaxy Wearable-ის მოწყობილობიდან, Samsung ანგარიშის ინფორმაცია, როგორიც არის Samsung ანგარიშის ID. ინფორმაცია თქვენს მიერ Galaxy Wearable-ის მოწყობილობის გამოყენების შესახებ • მოწყობილობების შესახენ ინფორმაცია, მათ შორის მოწყობილობის ტიპი, მოწყობილობის მოდელი, OS ტიპი და ვერსია, მოწყობილობის იდენტიფიკატორები და სხვა უნიკალური იდენტიფიკატორები, მობილური ქსელის პროვაიდერები, მოწყობილობის კონფიგურაცია და პარამეტრები; • ლოკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია GPS-ის, Bluetooth-ის და WiFi სიგნალების საშუალებით. Galaxy Wearable-ის ზოგიერთი მახასიათებელი მოითხოვს მოწყობილობის ზუსტი გეოლოკაციის შეგროვებას და ასეთ შემთხვევებში შევაგროვებთ თქვენს გეოლოკაციას, მაგრამ მხოლოდ თქვენი ნებართვით. მოწყობილობა გაცნობებთ, როდესაც Galaxy Wearable-ის ფუნქცია მოითხოვს ზუსტი გეოლოკაციის შეგროვებას. გაითვალისწინეთ, თუ არ დართავთ ნებას, რომ Galaxy Wearable-მა თქვენი ზუსტი გეოლოკაცია შეაგროვოს, ვერ შეძლებთ Galaxy Wearable-ის ყველა მახასიათებლით სარგებლობას; • დისტანციური კავშირის ფუნქციის გამოყენების დროს (როგორიც არის, მობილური მოწყობილობის დაკავშირება Galaxy Wearable-ის მოწყობილობასთან Wi-Fi ან მობილური ქსელით და არა Bluetooth-ით, ისე რომ Galaxy Wearable-მა შეძლოს შეტყობინებების მიღება თქვენი ტელეფონიდან); მობილურ მოწყობილობაზე დაინსტალირებული აპლიკაციების შესახებ ინფორმაცია, როგორიცაა შეტყობინებები და მიღებული შეტყობინებებისა და ელფოსტის მასალა (შეტყობინებების და მედია ფაილების შინაარსის ჩათვლით); • თუ იყენებთ დამარქაფების და აღდგენის ფუნქციას, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიას, გაყიდვების კოდს, დაინსტალირებული და ბოლოდროს გამოყენებული აპლიკაციების ჩამონათვალს, დაინსტალირებული აპლიკაციების მონაცემებსა და პარამეტრებს, საწყისი ეკრანის პარამეტრებს, მათ შორის, ციფერბლატს, აპლიკაციებსა და ვიჯეტებს, შეტყობინების პარამეტრებს, სისტემის პარამეტრებს, მათ შორის დისპლეის, ხმას და ვიბრაციას; და • თუ თქვენ ეთანხმებით დიაგნოსტიკური მონაცემების, დიაგნოსტიკური, ტექნიკური, ხარვეზებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გაგზავნას, როგორიცაა Galaxy Wearable-ის გამოყენების დრო და ხანგრძლივობა, დაინსტალირებული აპლიკაციები და რამდენ ხანს და როდის ხსნით ან ხურავთ აპლიკაციებს. ასევე შეიძლება შევაგროვოთ სხვა ინფორმაცია თქვენს შესახებ, თქვენი Galaxy Wearable-ის და აპლიკაციების, Galaxy Wearable-თან დაკავშირებული მოწყობილობების და Galaxy Wearable-ის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ისე, როგორც გადმოგეცით მათი შეგროვების დროს და როდესაც ეს იქნება საჭიროება, მივიღებთ თქვენს თანხმობას. როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას? • გეხმარებით, რომ დაარეგისტრიროთ და გამოიყენოთ Galaxy Wearable მოწყობილობა. • თქვენს მიერ მოთხოვნილი სერვისების და ფუნქციების უზრუნველსაყოფად. • ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნებს და შეკითხვებს და კომუნიკაცია გვქონდეს თქვენთან თქვენი Galaxy Wearable მოწყობილობის შესახებ, მათ შორის დახმარების გასაწევად, როდესაც თქვენ მოითხოვთ ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც ეხება თქვენს Galaxy Wearable მოწყობილობას. • მოგცეთ ურთიერთქმედების საშუალება Samsung-ის ან მესამე მხარის შერჩეულ აპლიკაციებთან, ფუნქციებთან და სერვისებთან. მაგალითად, თქვენ საშუალება გექნებათ შეინახოთ თქვენი აპლიკაციების და პარამეტრების ინფორმაციის სარეზერვო ასლები Samsung Cloud-ზე ან გამოიყენოთ Samsung Health თქვენს Galaxy Wearable-ის მოწყობილობაზე. • Galaxy Wearable-ის მოწყობილობასთან დაკავშირებული ინდივიდუალური მასალის და სერვისების უზრუნველსაყოფად. • პრომო აქციების და შემოთავაზებების უზრუნველსაყოფად პირდაპირი მარკეტინგის კომუნიკაციების საშუალებით (როგორიც არის push შეტყობინებები, ელფოსტა, ტექსტური შეტყობინებები), მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოგვცემთ ცალკე თანხმობას. • Galaxy Wearable-ის და ჩვენი ბიზნესის სამართავად, შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად (მათ შორის ახალი პროდუქტების და სერვისების შემუშავებისთვის; ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გაფართოებისა და გაუმჯობესებისთვის; ჩვენი კომუნიკაციების მართვისთვის; ჩვენი პროდუქტების, სერვისების და კლიენტთა ბაზის გაანალიზებისთვის; მარკეტინგული კვლევების წარმოებისთვის; მონაცემთა ანალიზის ჩასატარებლად და ანგარიშგების, აუდიტისა და სხვა შიდა ფუნქციების შესრულებისთვის). • გთხოვოთ, გამოხატოთ თქვენი აზრი ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ და კლიენტების გამოკითვის ჩატარების მიზნით; ასეთის საჭიროებისას, მხოლოდ თქვენი თანხმობით. • პროგრამის განახლების, სერვისების შენარჩუნების და Galaxy Wearable მოწყობილობის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. • დაგიცვათ, გამოვავლინოთ და თავიდან აგარიდოთ თაღლითობა და სხვა კრიმინალური ქმედებები, პრეტენზიები და სხვა პასუხისმგებლობები. • მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების, შესაბამისი ინდუსტრიული სტანდარტების და ჩვენი პოლიტიკის დასაცავად, მათ შორის წინამდებარე პირადი შეტყობინების და კონფიდენციალურობის პოლიტიკის ჩათვლით. თქვენმა Galaxy Wearable-მა შეიძლება უზრუნველყოს Samsung-ის ან მესამე მხარის სხვა აპლიკაციებთან, სერვისებთან და მახასიათებლებთან დაკავშირების ან გამოყენების შესაძლებლობა. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ Samsung Health ან Bixby Voice თქვენს Galaxy Wearable მოწყობილობაზე. Samsung-ის და მესამე მხარის აღნიშნულ აპლიკაციებს, სერვისებსა და მახასიათებლებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი პირადი შეტყობინებები. გადახედეთ მათ, რათა გესმოდეთ, თუ როგორ ამუშავებენ თქვენს ინფორმაციას. რამდენადაც ნებისმიერი სხვა დაკავშირებული ან ნაჩვენები ვებგვერდი, აპლიკაცია, სერვისი ან სხვა ფუნქცია ჩვენ არ გვეკუთვნის ან არ ვაკონტროლებთ, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები მის მასალაზე, გამოყენებასა და პირადი მეთოდებზე. ვის ვუზიარებთ თქვენს ინფორმაციას? ჩვენ გავამჟღავნებთ თქვენს ინფორმაციას ჩვენი კომპანიის შიგნით და შემდეგ სუბიექტებს, მაგრამ მხოლოდ ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის. • შვილობილი კომპანიები: Samsung Electronics-ის ჯგუფის სხვა კომპანიები, რომლებსაც ვმართავთ ან ვფლობთ; • სერვისის მომწოდებლები: გულმოდგინედ შერჩეული კომპანიები, რომლებიც ახდენენ სერვისის მოწოდებას ჩვენთვის ან ჩვენი სახელით, როგორიცაა მონაცემების სერვერები, რომლებიც ინახავენ მონაცემებს ჩვენი სახელით. ეს მომწოდებლები ასევე იღებენ ვალდებულებას, დაიცვან თქვენი ინფორმაცია; • სხვა მხარეები, როდესაც მოითხოვება კანონით ან საჭიროებისამებრ, რათა დავიცვათ თქვენი Galaxy Wearable მოწყობილობა: მაგალითად, ეს შეიძლება საჭირო იყოს კანონით, სამართლებრივი პროცესებით ან სამთავრობო ორგანოებიდან წამოსული სასამართლოს ბრძანებით, რათა მოხდეს თქვენი ინფორმაციის გამჟღავნება. მათ შეიძლება ასევე მოგვთხოვონ თქვენი ინფორმაცია სამართალწესრიგის დაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, ანტიტერორისტული ან სხვა მიზნებისთვის, რომლებიც უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას; • სხვა მხარეები კორპორატიულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით: ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ თქვენი ინფორმაცია მესამე მხარეს აქტივების შერწყმის ან გადაცემის, შეძენის ან გაყიდვის, ან გაკოტრების შემთხვევაში; და • სხვა მხარეები თქვენი თანხმობით ან თქვენი მითითებით: წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებაში აღწერილი შემთხვევების გარდა, ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენ შესახებ ინფორმაცია მესამე მხარეებს, როდესაც თქვენ მოგვცემთ ცალკე თანხმობას ან მოითხოვთ ასეთ გაზიარებას. წინამდებარე პირადი შეტყობინების განახლებები წინამდებარე პირადი შეტყობინება შეიძლება განახლდეს, რათა გაცნობოთ იმ ცვლილებების შესახებ, თუ როგორ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს ინფორმაციას Galaxy Wearable მოწყობილობის ან შესაბამის კანონებსა და რეგულაციებში მომხდარი ცვლილებების შესახებ. დოკუმენტის უკანასკნელი განახლების თარიღი ნაჩვენებია წინამდებარე პირადი შეტყობინების ზედა ნაწილში. Version:P01.03.00